საბერძნეთის რეგიონებში ორკვირიანი კარანტინი წესდება

საბერძნეთი, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, თესალონიკსა და სერესის რეგიონებში ორკვირიან კარანტინს დააწესებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერმა სტელიოს პეტსასმა განაცხადა.

ახალი შეზღუდვების თანახმად, თესალონიკთან საჰაერო მიმოსვლა ორი კვირით აიკრძალება. გარდა ამისა, აღნიშნულ რეგიონებში ერთი თვის განმავლობაში დაკეტილი დარჩება ბარები და რესტორნები და ღამის ე.წ. „კომენდანტის საათი“ გახანგრძლივდება.

Reuters-ის ინფორმაციით, შეზღუდვები ძალაში ხვალიდან შედის.

ცნობისათვის, საბერძნეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 1 678 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40 929-მდე გაიზარდა. ამასთან, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 635 ადამიანი ემსხვერპლა.