2020 წლის 2 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა და ოფიციალურმა გაცვლითა კურსმა დოლართან მიმართებით 3.2438 ლარი შეადგინა. ჯამში, 13 მარტიდან 2 ნოემბრის ჩათვლით სებ-მა ბაზარს 709,650 მლნ დოლარი მიაწოდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი ლარი დოლართან მიმართებით 25 პუნქტით გაუფასურდა (14 მარტისთვის დადგენილი კურსით ერთი დოლარი 2,99 ლარი ღირდა, 2 ნოემბრის დადგენილი კურსით კი 3,24 ლარი).
აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა წელს აუქციონზე გაყიდული თანხის მოცულობით 10-წლიანი რეკორდი მოხსნა. ამაზე მეტი მოცულობის დოლარი ეროვნულმა ბანკმა ბაზარს მხოლოდ 2010 წელს მიაწოდა, მაშინ სავალუტო აუქციონი 33-ჯერ გაიმართა და ჯამში 331 200 000 დოლარი გაიყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელთან შედარებით, 2010 წელს სებ-ს დოლარი ბაზარზე მცირე რაოდენობით გამოჰქონდა. ყველაზე მინიმალური მოცულობის თანხა 2 000 000 დოლარი იყო, მაქსიმალური კი 20 000 000. წელს კი, მინიმალური იყო 20 000 000 დოლარი, მაქსიმალური კი 60 000 000.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 დოლარი წელს პირველად 13 მარტს გაყიდა, მაშინ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,87-დან 2,94 ნიშნულამდე გაუფასურდა. 13 მარტიდან დღემდე სებ-მა ბაზარს დოლარი 21-ჯერ მიაწოდა, ჯამში 709 650 000 მლნ დოლარი.
2020 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო აუქციონები:
ცნობისათვის, სავალუტო ინტერვენცია არის პროცესი, როდესაც ეროვნული ბანკი შედის ბაზარზე, ყიდის დოლარს და ყიდულობს ლარს, ანუ ლარის ჭარბ მასას ამცირებს, რამაც, წესით ლარი უნდა გაამყაროს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში სამწუხაროდ, ასე არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, 2020 წელს.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე