დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირიან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები და თავშეყრები, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წყარო გახდა. ამირან გამყრელიძის თქმით, პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს, რეგულაციები კი, რომელიც არსებობს, მოსახლეობამ უნდა დაიცვას.
“იმ აქციებზეც, რომელიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უნდა დავიცვათ წესები. ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება. ვირუსისთვის ყველა ერთი და იგივეა. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს და გააჩერებს ამ ქვეყანაში, მაგრამ კეთილი ვინებოთ ყველამ, დავიცვათ ის წესი, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს",-განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პირბადეების ტარება დახურული სივრცეების გარდა, ღია სივრცეშიც აუცილებელი იქნება.