შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქო აღმოაჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საქმის მასალები, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნება.
„ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 562 კოლოფი (11 240 ღერი) უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.