წამყვანი იაპონური საავტომობილო კომპანია Toyota Motor აპირებს 10-ჯერ გაზარდოს წყალბადის საწვავ ელემენტებზე მომუშავე ავტომობილების წარმოება. ამის შესახებ გაზეთი Yomiuri წერს.
გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ამ ავტომობილების წარმოების გაზრდა იგეგმება ამჟამინდელი 3 ათასიდან წლიურ 30 ათასამდე. ამასთან, ავტოკონცერნი გეგმავს ამ ტიპის ავტომობილების წარმოების გაზრდას კომერციულ სატრანსპორტო საშუალებებში, ისეთებში როგორიცა ავტობუსები.
ცნობისთვის, ამ ტიპის ავტომობილი Toyota-მ პირველად სერიულად 2014 წელს გამოუშვა.