მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიის Saudi Aramco-ს წმინდა მოგებამ 2020 წლის მესამე კვარტალში 11,789 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 21,29 მილიარდი იყო. კომპანიის ცნობით მაჩვენებელი შემცირებულია 1,8-ჯერ.
რაც შეეხება წლის განმავლობაში მოგებას, ის შემცირებულია ორჯერ და მიმდინარე წლის 9 თვეში შეადგინა 35 მილიარდი დოლარი. მაჩვენებლის შემცირება დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიის შედეგად საფასო კონიუქტურის გაუარესებასთან. მიუხედავად ამისა, კომპანიამ მესამე კვარტალში აქციონერების დივიდენდებზე 18,75 მილიარდი დოლარი მიმართა.
Saudi Aramco-ს თავისუფალი ფულადი ნაკადის მაჩვენებელი ამ საანაგრიშო პერიოდში 12,4 მილიარდს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1,7-ჯერ არის შემცირებული, წლიურ მაჩვენებელში კი ეს არის 33,5 მილიარდი დოლარი. კომპანია ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს არ უთითებს.
ცნობისთვის, Saudi Aramco-ს მიერ ნახშირწყალბადის მოპოვება მიმდინარე წელს 12,4 მილიონი ბარელია დღე-ღამეში, მათ შორის 9,2 მილიონი ბარელი მოდიოდა ნავთობზე.