1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2988 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2988 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0550 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8586 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7761 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0825 შეადგინა.