პროდუქტი და მომსახურება, რომელიც ოქტომბერში გაიაფდა - Top-10

ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს და მომსახურებას, რომელიც ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა:

  • თვითმფრინავით მგზავრობა - 40.01%
  • ქლიავი - 24.87%
  • ატამი - 22.74%
  • დიზელის საწვავი - 17.84%
  • ბენზინი - 16.75%
  • სასტუმროს მომსახურება 11.99%
  • კარტოფილი - 11.63%
  • ტურისტული მოგზაურობა საზღვარგარეთ - 11.61%
  • გაზის საწვავი - 11.61%
  • ქალის შარვალი - 8.82%
თამარ მუკბანიანი