საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2295 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46817 -ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2537 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170 -მდე გაიზარდა. 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.