როგორი იყო ყველაზე მომგებიანი სექტორის 9 თვე 2020 წელს

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2020 წლის მე-3 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

ანგარიშგების თანახმად, საბანკო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში მომგებიან სფეროდ ითვლებოდა, მიმდინარე წელს, უკვე ზედიზედ მე-3 კვარტალია, ზარალზე გადის. რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება.

ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის მე-3 კვარტალში მოგება ვერ მიიღო ორმა დიდმა ბანკმა - „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“. კერძოდ, „თიბისის“ ზარალმა საანგარიშო პერიოდში - 50 024 580 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 446 656 417 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-3 კვარტლის მონაცემებით, 77 513 314 ლარის ოდენობის ზარალი ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 369 541 936 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:

  • „ბაზისბანკი“ - -1,112,758;
  • „სილქ როუდ ბანკი“ - 246,045;
  • „კრედო ბანკი“ - 5,112,675;
  • „ქართუ ბანკი“ - -29,937,084;
  • „ფინკა ბანკი საქართველო“ - -4,061,372;
  • „ჰალიკ ბანკი“ - -16,383,753;
  • „იშბანკი საქართველო“ - 347,897;
  • „ტერა ბანკი“ - -15,057,205;
  • „ლიბერთი ბანკი“ - -17,280,670;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ - -19,753,347;
  • „პროკრედიტ ბანკი“ - -6,010,594;
  • „ვითიბი ბანკი“ - -21,206,374;
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ - 496,198.

შესაბამისად, როგორც ამ მაჩვენებლებიდან ვხედავთ, მე-3 კვარტალში მოგება მხოლოდ 4 ბანკმა - „სილქ როუდ ბანკმა“, „კრედო ბანკმა“, „იშბანკი საქართველომ“ და „ზირაათ ბანკი საქართველომ“ მიიღო.

თაია არდოტელი