დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, გუშინ, 1489 მგზავრი შეეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას, ხოლო 1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის არასწორად გამოყენების გამო.
როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენებაზე კონტროლი ყოველდღიურად მიმდინარეობს.
„არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტში ყოველდღიური კონტროლი გვაქვს პირბადეებთან დაკავშირებით. დღეს, ყველaზე მნიშვნელოვანი, რაც გვიცავს ვირუსისგან, არის პირბადის ტარება. ეს კონტროლი მიმდინარეობს როგორც მეტროში, ავტობუსებში, მიკროავტობუსებში.
გუშინ, 1489 მგზავრი შეეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას, რასაც შესაბამისი რეაგირება მოყვა. 1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადესთან დაკავშირებით, რომ არასწორად ეკეთათ. ხშირია შემთხვევა, როდესაც მხოლოდ პირზე აქვთ პირბადე, ბოლომდე არ აქვთ გაკეთებული. 2 შემთხვევაში მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.
მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, 63 მოქალაქეს ჰქონდა მცდელობა ემგზავრა პირბადის გარეშე, თუმცა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს დაემორჩილნენ ეს ადამიანები. გამოვლინდა მიკროავტობუსებში ფეხზე დგომით მგზავრობის 3 შემთხვევა. მგზავრებს მიეცათ რეკომენდაცია არ განმეორდეს შემდეგ, ხოლო მძღოლებს 2 დღით აეკრძალათ მუშაობა“,-განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ მოსახლეობას პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ მიმართა, რათა დაცული იყოს საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობა.
„შეიძლება ვიღაც უპასუხისმგებლო ადამიანი იყოს და დააზიანოს სხვისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ამიტომ, არ მიმართულებით კატეგორიულები ვიქნებით",-განაცხადა კალაძემ.