7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი მარშრუტი და მიკროავტობუსების რვა საუბნო მნიშვნელობის ხაზი.
„24 ოქტომბერს გვქონდა პრეზენტაცია, სადაც მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ახალი მიმართულება წარვუდგინეთ. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალ ქსელზე, რომელიც ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 13 ახალი მარშრუტი ემატება. ეს არის საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი და მიკროავტობუსების რვა ხაზი, ანუ საუბნო მნიშვნელობის მარშრუტები. აღნიშნულ მარშრუტებზე მხოლოდ და მხოლოდ ახალი ტრანსპორტი ივლის. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
7 ნოემბრიდან ჯამში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას 47 ერთეული მიკროავტობუსი და 42 ერთეული ავტობუსი ემატება.
ავტობუსების მარშრუტები შემდეგნაირად ნაწილდება:
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ:
ამასთან, მგზავრები ახალ ხაზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაჩერებებზე განთავსებული ბილბორდების საშუალებით მიიღებენ.