მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის - ა.ნ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული თანხა - 51 000 აშშ დოლარის (164 959.5 ლარი) ოდენობით.
„საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, დაეკისრა ფულადი ჯარიმა - არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით - 16 495.95 ლარი.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.
გაფორმების ეკონომიკური ზონა - „აეროპორტის" საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე ოფიცრების მიერ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.