წიწიბურა 76.63%, ნიორი 27.27% - Top-10 პროდუქტი, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაძვირდა:

  • წიწიბურა - 76.63%
  • ნიორი 27.27.%
  • ხმელი ლობიო - 26.75%
  • მზესუმზირის ზეთი - 25.6%
  • ბოსტნეულის კონსერვი 22.21%
  • მანანის ბურღული 22.2%
  • მწვანე ლობიო 21.1%
  • თევზის კონსერვი 20.99%
  • ნაყინი - 18.72%
  • მაკარონი და მაკარონის ნაწარმი - 17.05%
თამარ მუკბანიანი