ამერიკის 14 პრეზიდენტი, რომლებიც ქოხში გაიზარდნენ (+ფოტო)

აშშ-ის ზოგიერთი პრეზიდენტი, როგორიცაა ჯონ კენედი და ფრანკლინ დელანო რუზველტი, მდიდარ ოჯახში დაიბადა. “ამერიკული ოცნების“ ასასრულებლად მათ ბევრი არ უბრძოლიათ. ბავშვობიდანვე განათლებასა და განვითარებაში ჩადებული ფინანსური რესურსი, მოგვიანებით პოლიტიკურ წარმატებაში გამოიხატა და ისტორიას მათი პორტრეტები შემორჩა.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც რიგით მუშათა ოჯახებში დაიბადნენ და პირდაპირი მნიშვნელობით, ქოხებში იზრდებოდნენ. თეთრი სახლისკენ მიმავალი გზა ბევრისთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა.

პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი კენტუკის საზღვარზე, ერთოთახიან ჯიხურში დაიბადა და გაიზარდა. პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, ფერმაში იზრდებოდა. იგი მამას მოსავლის აღებაში, არაქისის და ბამბის მოყვანაში ეხმარებოდა. პრეზიდენტ ულისეს ს. გრანტის ოჯახი პატარა კოტეჯში საცხოვრებლად თვეში 2 დოლარს იხდიდა.

ჯონ ადამსი მასაჩუსეტსის სოფლის მოკრძალებულ სახლში, 1735 წელს დაიბადა

pre-1604485202.jpg

ჯონ ადამსის მამა, დიაკონი, კოტეჯის გარშემო არსებულ 6 ჰექტარ მიწას ამუშავებდა. ზამთარში კი ოჯახის უფროსი ტყავის ფეხსაცმელებს კერავდა და თავი ამით გაჰქონდათ.

ჯეიმს ბუკენანი, შეერთებული შტატების მე -15 პრეზიდენტი, 1791 წელს, ამ სახლში დაიბადა

ppp-1604485609.jpg

ფიცრული 1700-იან წლებშია აშენებული. მოგვიანებით იგი ბუკენანის სამშობლოდან, სტონი ბატერიდან, პენსილვანიაში- მერცერსბურგის აკადემიაში გადაიტანეს.

ჯეიმს კ. პოლკი მოკრძალებულ სახლში გაიზარდა, კარმიდამო ეროვნული ისტორიული ძეგლისთვის შექმნეს

pre2-1604485456.jpg

150 ჰექტარიანი მეურნეობა ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც პოლკი 1795 წელს დაიბადა, ამჟამად ტურისტების საყვარელი ადგილია. ნაგებობა 1800 წელს არის აშენებული. ეზოში მდებარეობს ბეღელი და სამზარეულო. პოლკი აღნიშნულ სახლში 11 წლამდე ცხოვრობდა.

მილარდ ფილმორმა ბავშვობა ნიუ-იორკის ნიუ-ჰოპში, ამ ხის სახლში გაატარა

pre3-1604485519.jpg

ფილმორი 1800 წელს, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები ფერმერები იყვნენ.

აბრაამ ლინკოლნი ერთოთახიან კოტეჯში, კენტუკის საზღვარზე გაიზარდა

pre1-1604485340.jpg

ლინკოლნი 1809 წელს, კენტუკის შტატში, პატარა ხის ქოხში დაიბადა. ოჯახი ფიცრულში 3-4 წელი ცხოვრობდა, შემდეგ ოჯახი სხვაგან გადავიდა.

ულის ს. გრანტი 1822 წელს, ამ უცნაურ აგარაკზე დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა

pre4-1604485711.jpg

გრანტის ოჯახი ამ კოტეჯში საცხოვრებლად თვეში 2 დოლარს იხდიდა. რამდენიმე წელიწადში, ჯესი გრანტმა, რომელიც მეწისქვილე იყო, ტყავის ქარხნის ასაშენებლად ფულის შეგროვება შეძლო და ოჯახი უფრო კომფორტულ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. სახლი ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრშია შეტანილი და ისტორიულ სახლმუზეუმს წარმოადგენს.

მოკრძალებულ სახლი, სადაც მომავალი პრეზიდენტი ჯეიმს გარფილდი დაიბადა

pre5-1604486088.jpg

ჯეიმს გარფილდი 1831 წელს დაიბადა. ხუთი და-ძმიდან, იგი ყველაზე პატარა იყო. ქოხი მორელენდ ჰილსში, ოჰაიოში მდებარეობდა. დღეს ნაგებობა აღარ არსებობს.

ჰერბერტ ჰუვერმა ცხოვრების პირველი სამი წელი აიოვას ვესტ ფილიალის ამ ოროთახიან კოტეჯში გაატარა

pre6-1604486155.jpg

ჰუვერი ამ პატარა კოტეჯში 1874 წელს დაიბადა. ეროვნული პარკის სამსახურის თანახმად, ერთ-ერთ ოთახში ჰუვერს, მის მშობლებს, უფროს ძმას და, დაბადების შემდეგ, უმცროს დას ერთად ეძინათ. მეორე ოთახი საცხოვრებელი და სამზარეულო იყო. მოგვიანებით ჰუვერმა თქვა: ”ეს კოტეჯი, სადაც მე დავიბადე, არის ამერიკული ცხოვრების უსაზღვრო შესაძლებლობის ფიზიკური მტკიცებულება”.

ჰარი ტრუმენი ლამარში, მისურიში, 1884 წელს ამ პატარა სახლში დაიბადა

pre7-1604486235.jpg

ასე გამოიყურებოდა ცხოვრება 1800-იან წლებში.

ლინდონ ჯონსონი 1908 წელს, ტეხასის ქალაქ ჯონსონში, რანჩოების სახლში დაიბადა

preee-1604486361.jpg

ეროვნული პარკის ცნობით, სახლი, სადაც ჯონსონი დაიბადა და ბავშვობა გაატარა, 1889 წელს მისმა ბაბუამ, სამუელ ელი ჯონსონმა, უფროსმა ააშენა. 1964 წელს ლინდინ ჯონსონმა ტეხასის შტატის არქიტექტორს შენობის რეკონსტრუქცია გააკეთებინა. ჯონსონი ამ სახლში საშუალო სკოლის დამთავრებამდე ცხოვრობდა.

რონალდ რეიგანი 1911 წელს, ილინოისის შტატში, ტამპიკოს ცენტრში მდებარე, კორპუსად გადაკეთებულ პურის საცხობში დაიბადა

pre8-1604486421.jpg

მიუხედავად იმისა, რომ რონალდ რეიგანი მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ბინაში, ბანკი ახლა რეიგანის მუზეუმის საჩუქრების მაღაზიაა.

ფერმა, სადაც ჯიმი კარტერი ბავშვობის უმეტეს ნაწილს ატარებდა. შენობას ელექტროენერგია და სანტექნიკა არ ჰქონდა, გამათბობლად ხის ღუმელს იყენებდნენ.

pre10-1604486524.jpg

კარტერის ოჯახი ამ ფერმაში გადავიდა, როდესაც მომავალი პრეზიდენტი 4 წლის იყო. ის მამამისს, ბამბის, სიმინდის, არაქისის და შაქრის ლერწმის მოყვანაში ეხმარებოდა. პროდუქტს ახლოს მდებარე სოფლის მაღაზიაში ყიდდნენ. "ჩემი ცხოვრების პირველი წლები ფერმაში იყო სავსე და სასიამოვნო. ჩვენ ყოველთვის გვქონდა საკმარისი საჭმელი, არც ეკონომიკურ სიდუხჭირეს განვიცდიდით. ბუნებას, ოჯახის წევრებთან და ღმერთთან ახლოს…“- ასეთია ჯიმი კარტერის შეფასება მის ბავშვობაზე.

ბუშების ოჯახი 1400 კვადრატული მეტრი ფართობის ამ სახლში ცხოვრობდა

bush-1604487308.jpg

ფოტო 2008 წელს არის გადაღებული, ბუში ამ სახლში 1946 წელს დაიბადა. ჯორჯ ბუშის ბავშვობის სახლი ახლა მოიცავს 4000 კვადრატული მეტრის ვიზიტორთა ცენტრს და საგამოფენო გალერეას, ასევე მეზობელ სახლს, რომელიც გადაკეთდა ადმინისტრაციულ ოფისებად.

ახალგაზრდა ბარაკ ობამა ჰავაიში, ჰონოლულუში, ამ მარტოხელა ოჯახის ხელოსნების სახლში ცხოვრობდა

obama-1604487433.jpg

1960-იან წლებში ობამამ და დედამ ფოტოზე ნაჩვენები სახლი სამი წლით იქირავეს. 3-ოთახიანი სახლი ამ წლის დასაწყისში 2 მილიონ დოლარად შეფასდა.

თეონა რამაზაშვილი