ასპრიას სიახლეები პანდემიის პირობებში

Covid 19 სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა ყველა სფეროში მოღვაწე კომპანიისთვის. ზოგ მათგანს ვირუსის მასობრივმა გავრცელებამ ძალიან ავნო, ზოგმა კი, შეძლო ამ გამოწვევის გადალახვა. „ასპრია“ ერთ-ერთი ის კომპანია აღმოჩნდა, რომელიც, სწორი მენეჯმენტის წყალობით, წარმატებით გაუმკლავდა პანდემიის პერიოდს.

როგორც ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ვარჯიში ჯანმრთელობის დაცვის საუკეთესო გარანტია. ასე რომ, ჩვენივე ორგანიზმის დასაცავად, ჯანსაღი ცხოვრება დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. სწორედ ამ პასუხიმგებლობას იღებს „ასპრია“ და ცდილობს, ადამიანებს ყველაზე საჭირო დროს დაეხმაროს.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ბიზნესი ფინანსური გამოწვევების წინაშე დააყენა, „ასპრიამ“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უსაფრთხოების უმაღლესი ზომების მისაღებად, სოლიდური თანხის დახარჯვა გადაწყვიტა - კომპანიამ საკუთარი სპორტდარბაზები კორონავირუსის შემაკავებელი სავენტილაციო სისტემით აღჭურვა, რაც ხელს უწყობს დაბაზებში ვირუსის შემოსვლისა და გავრცელების აბსოლუტურ დაცვას.

123524831-781054699405703-3277176852008510940-n-1604492157.jpg

კომპანია CORE-ს მიერ წარმოებული მემბრანები, რომლებიც „ასპრიამ“ შეიძინა, არ ატარებს კორონავირუსს, რომელიც მემბრანის ფორებზე დიდი ზომისაა. როგორც ცნობილია, COVID-19-ის საშუალო დიამეტრი 125 ნანომეტრს შეადგენს, ხოლო მემბრანის ფორების - 10-დან 60 ნანომეტრამდე.

ბაზარზე 2013 წელს შემოსული „ასპრია“ დღესდღეობით 5 ფილიალითაა წარმოდგენილი, რომელთაგან ორი - საბურთალოსა და გლდანის - ნოემბრის თვეში გაიხსნება და მომხმარებლებს ფიტნესის განვითარების ახალი გარემოთი და კონცეფციით უმასპინძლებს. ინფრასტრუქტურულად და თვისობრივად განსხვავებულ დარბაზებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავება გამწვანებასა და ეკოლოგიას, როგორც ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთ კომპონენტს. შემდეგი სამი ფილიალი კი (ვაკის, დიდუბისა და ბათუმის), ეტაპობრივად განახლდება.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ოთარ თავყელიშვილი განმარტავს, ყველაფერი კონკრეტული სტრატეგიის განსახორციელებელად - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის კეთდება. „ასპრია“ ცდილობს, ჯანსაღ ცხოვრების წესში ყველა ასაკის ადამიანი ჩართოს, ამიტომაც ის ბაზარზე ინოვატორული იდეებით გამოდის. მთავარი ინოვაცია, რასაც „ასპრია“ მომხმარებლებს სთავაზობს, ის მრავალპროფილური სივრცეა, სადაც თითოეულ მათგანს მინიმალურ დროში მაქსიმალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობა აქვს.

„ასპრიას“ გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორებით, რომლებიც პროფესიონალი სპორტსმენები არიან და მომხმარებლების ნდობითა და პატივისცემით წლებია სარგებლობენ. ეს კი იმ შედეგითაა განპირობებული, რასაც თითოეული მომხმარებელი ინსტრუქტორის დახმარებით აღწევს.

123516868-467024764277566-6644422379249268808-n-1604492179.jpg

„ასპრიაში“ მიაჩნიათ, რომ მათი მისია ჯანსაღი ცხოვრების წესის თითოეულ ოჯახში შეტანაა. ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აპლიკაცია „ასპრია“ გახლავთ, რომლის გამოყენებაც მალე ფიტნეს ქსელის ყველა მომხმარებელს შეეძლება. მისი წყალობით, „ასპრია“ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში ნოვატორი გახდება. ამ პროგრამით, მომხმარებლები სრულყოფილ ვარჯიშს დამოუკიდებლად შეძლებენ, რაც მათ ფინანსებს მნიშვნელოვნად დაზოგავს და ინსტრუქტორებს უფრო მეტი ადამიანის მომსახურების საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ახლო მომავალში აპლიკაციის დახვეწაც იგეგმება, რაც პროგრამაში ვირტუალური რეალობის ინტეგრაციას გულისხმობს. ეს მთელ სავარჯიშო პროცესს გაცილებით სასიამოვნოს გახდის და მომხმარებლებს უკეთესი შედეგის მიღებაში დაეხმარება.

კომპანიის გენერალური დირექტორის, ოთარ თავყელიშვილის განცხადებით, „ასპრია“ საინტერესო და სასარგებლო სიახლეებით განაგრძობს სამომავლო გეგმების განხორციელებას. რაც მთავარია, კომპანიისთვის ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დღემდე რჩება პრიორიტეტულ სტრატეგიად, რომლის დანერგვაც საზოგადოებაში ძლიერი იმუნური სისტემისა და ორგანიზმის გაძლიერების უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს.

123658215-836902926851072-4677487008633547771-n-1604492203.jpg