პანდემიის გამო დაცულ ტერიტორიათა ნაწილი ვიზიტორთა მიღებას წყვეტს

ქვეყანაში Covid-19 პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 8 ნოემბრიდან, საქართველოს 5 დაცული ტერიტორია - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, დროებით აჩერებს ვიზიტორთა მიღებას. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„აღნიშნული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელიც ზრდის პანდემიის გავრცელების რისკს.

დანარჩენ ტერიტორიებზე, გაშლილ სივრცეში, სადაც შესაძლებელია დისტანციის დაცვით გადაადგილება, ვიზიტორთა მიღება გრძელდება, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ფიზიკური კონტაქტის შესამცირებლად, გთხოვთ, მოგზაურობამდე გაიაროთ რეგისტრაცია დისტანციურად, ტელეფონის ან შესაბამისი დაცული ტერიტორიის Facebook გვერდის საშუალებით.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სიახლეების შესახებ, გეცნობებათ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდისა და ოფიციალური Facebook გვერდების საშუალებით. დაცული ტერიტორიების სააგენტო გისურვებთ ჯანმრთელობას!" - ნათქვამის განცხადებაში