ბიტკოინი 2018 წლის იანვრის მაქსიმუმამდე გაძვირდა

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტა ბიტკოინი გაძვირდა და მიმდინარე კვირაში მეორედ მიუახლოვდა 2018 წლის მაქსიმუმს. CoinDesk-ის ინფორმაციით, ბიტკოინის ფასმა ბოლო ვაჭრობისას 2%-ით მოიმატა და 14 ათასი დოლარი გახდა. ბოლოს ამ ნიშნულამდე ამ კრიპტოვალუტის ფასი 31 ოქტომბერსაც დაფიქსირდა.

დღეს თბილისის დროით 05:00-დან 08:00-მდე პერიოდში ბიტკოინი ივაჭრებოდა 13,7-13,9 ათასი დოლარის დიაპაზონში, ხოლო 09:13 წუთზე საერთოდაც 13,932 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასის ზრდაზე მოქმედებს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები.

კოკა კვირკველია