შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები გამოიცვლება, 5 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება, რის გამოც, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.