მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 48 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 48 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, ამ დროისთვის სულ 48 022 000 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 1 223 103 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 34.5 მილიონამდე პირი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 12.3 მილიონს აჭარბებს.

დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში აშშ, ინდოეთი და ბრაზილია ლიდერობენ.