ინგლისში საყოველთაო კარანტინი დაწესდა, რომელიც ძალაში, მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში დარჩება.
შეზღუდვების ფარგლებში დაიხურა ყველა არააუცილებელი მაღაზია და დაწესებულება. მოქალაქეებს კი სახლიდან გასვლისგან მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
ამასთან, გარეთ ვარჯიში დასაშვებია ერთი და იგივე ოჯახის წევრებთან ერთად ან სხვა ოჯახის ერთ წევრთან ერთად. ჯერჯერობით არ იკრძალება წაღებისა და მიტანის სერვისები.
მარტში შემოღებული პირველი საყოველთაო კარანტინისგან განსხვავებით, სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები ღია რჩება.
ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 25 177 შემთხვევა გამოვლინდა და 492 ადამიანი გარდაიცვალა.