ტესლა 3-ს კონკურენტი გამოუჩნდა - „Polestar 2“ ახალი ელიტარული  ელექტრომობილების გაყიდვებს იწყებს

ელექტრომავალმა Polestar-მა პირველი მოდელის წარდგენისას საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა. კრიტიკული გამოცემებიც კი წერდნენ, რომ Volvo– ს შვილობილი კომპანიის მიერ წარდგენილი დაბალი მოცულობის ჰიბრიდული სუპერ მანქანა სილამაზით, ელეგანტურობით, დახვეწილობით გამოირჩევა.

პირველი მოდელის ფასი დაახლოებით 155,000 აშშ დოლარი იყო. გაყიდვებმაც სასურველი შედეგი გამოიღო. ახლა კი Polestar N2 მოდელის წარდგენისთვის ემზადება, რომელიც Tesla-ს model-3-ს გაუწევს კონკურენციას.

Polestar არის Volvo– ს შვილობილი კომპანია, რომელიც, თავის მხრივ, ჩინეთის Zhejiang Geely Holding– ს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი კი Tesla– ს პრემიუმ ელექტრომობილებს მსოფლიო ბაზარზე დიდ კონკურენციას უწევს.

Polestar-ის მეორე მოდელს უბრალოდ “2“ ჰქვია, როგორც ჩანს ელექტრომობილების მწარმოებლები ქარიზმატული სახელის შექმნაზე ნაკლებად ზრუნავენ.

Polestars– ის მწარმოებელი ქარხანა ჩინეთში მდებარეობს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა კომპანიამ საწარმო აშშ-იც ააშენოს. ეს მეტად ამბიციური და ძვირადღირებული პროგრამა დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. Reuters– ის თანახმად, Polestar ინვესტორებთან 800 – დან 900 მილიონ დოლარამდე მოსაზიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Polestar- მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი აპირებს გაყიდვების გაზრდას.

“ვფიქრობთ, რომ 2025 წლისთვის გაყიდული ერთეულის რაოდენობა 205,000 ერთეულს მიაღწევს”, - თქვა IHS Markit- ის ავტო ანალიტიკოსმა იან ფლეტჩერმა.

Polestar ასევე გეგმავს სააბონენტო მოდელის დანერგვას. ავტომობილის მფლობელი ყოველთვიურად გადახდილი ფიქსირებული თანხის შედეგად ტექნიკური მომსახურებით იქნება უზრუნველყოფილი.

2022 წელს Polestar გამოუშვებს "3" -ს, რომელიც ჯიპის ტიპის ავტომობილი იქნება. Polestar "4"-ის გამოშვება დაგეგმილია 2023 წელს.

Polestar 2ის ღირებულება, სავარაუდოდ, 55 000 დოლარი იქნება. დასავლური ტაბლოიდები აღნიშნავენ, რომ მოდელი Tesla 3-ს დიდ კონკურენციას უკვე უწევს.

თეონა რამაზაშვილი