დანიაში კორონავირუსის გამო ყველა წაულას გაანადგურებენ

დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათ ქვეყანაში მოქმედ 1 139 ფერმის ბინადარ 17 მილიონამდე წაულას გაანადგურებენ. ამის მიზეზი ცხოველებში SARS-CoV-2 ვირუსის მუტაცია გახდა, რომელსაც შეუძლია გადავიდეს ადამიანებზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მატე ფრედერიკსენმა განაცხადა.

მისი თქმით, მუტირებული კორონავირუსი აღმოჩნდა იუტლანდიის ხუთ ფერმაში. შედეგად კი 12 ადამიანი დაინფიცირდა. ექსპერტების განცხადებით, ეს მუტაცია ამცირებს ორგანიზმის მხრიდან ანტისხეულების გამომუშავებას ამ ვირუსთან. ეს კი ნიშნავს, რომ ვაქცინა, რომელზეც მიდის მუშაობა ამ ვირუსის წინააღმდეგ, ეფექტური ვერ იქნება.

პრემიერმა სიტუაციას „ძალზედ სერიოზული“ უწოდა. მისი თქმით, ხელისუფელბას აქვს დიდი პასუხიმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, თუმცა მუტაციის გამოვლენით მისი პაასუხისმგებლობა უზარმაზარი ხდება მთელი მსოფლიოს წინაშე“.

დანია ევროპაში წაულას ბეწვის უდიდესი მწარმოებელია. თევზჭერისა და სურსათის მინისტრი მორგენ ენსენი ფერმერებს დაპირდა, რომ სახელმწიფო მათ დაეხმარება - წერს Deutsche Welle.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი უკვე დაფიქსირდა ქვეყნის 200-ზე მეტ ფერმაში, 67 მათგანში ყველა ცხოველი უკვე გაანადგურეს. ივნისის დასაწყისში მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ნიდერლანდების ხელისუფლებამაც, სადაც დანიის მსგავსად კორონავირუსის აფეთქება ასევე წაულას ფერმებში მოხდა.

კოკა კვირკველია