შეზღუდვები, რომელიც შესაძლოა, მთავრობამ დააწესოს

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადაადგილებაზე წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდეს.

მისივე თქმით, შესაძლოა, შეზღუდვა საღამოს საათებში გადაადგილებას შეეხოს.

როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, ეს შეიძლება იყოს, საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ასევე, უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე კონკრეტული დღეს გადაადგილების შეზღუდვა, ან სხვადასხვა დასახლებებში ტრანსპორტის შეჩერება, ასევე, სავაჭრო ცენტრების, დიდი გადაადგილების ადგილების, ან ბაზრობების მუშაობის დროებით შეჩერება, რომელიც წერტილოვანი ხასიათისა და რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, სადაც ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ შეზღუდვები დაწესდება თუ არა, დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, რამდენად სწორად ვატარებთ პირბადეს, რამდენად დეტალურად შევასრულებთ მითითებებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.