რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე "ახალგაზრდობის პარკს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ეწ ,,ახალგაზრდობის პარკს“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

რუსთავის მერიის ინფორმაცით, ხელშეკრულება, ტენდერში გამარჯვებუკლ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია და სამუშაოები რამოდენიმე დღეში დაიყწება. 1 მლნ 654, 439 ლარის ღირებულების პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 3 ჰექტარზე მეტ სივრცეზე გაშლილ რეკრეაციაში, სპორტული და გასართობი მოედნები, მოსასვენებელი ადგილები, სასეირნო ბილიკები, მწვანე საფარი მოეწყობა. პროერქტით გათვალისწინებულია სპეციალური სივრცე ცხოველებისთვისაც.

"ძალიან ბევრი რუსთაველი ელოდებოდა ამ პროექტის დაწყებას და უნდა აღინიშნოს, რომ რუსთაველები ძალიან აქტიურად იყვნენ ამ პროექტის შექმნაში ჩართულები. პროექტის კონცეფცია რუსთაველ ახალგაზრდას ეკუთვნის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ზოგადად ინიცირება მოსახლეობის მხრიდან წამოვიდა და თავიდან ბოლომდე იყვნენ ამ პროცესში ჩართულები. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დღეს გავაფორმეთ, სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება და მომავალი წლის ზაფხულში, აქ რუსთაველებს კიდევ ერთი,ძალიან ლამაზი სკვერი ექნებათ“, -განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბარუამ.

ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 240 კალენდარული დღეში უნდა დასრულდეს. წელიწდნახევრის განმავლობაში, რუსთავში უკვე მესამე სკვერის რეაბილიტაცია იწყება. უკვე დასრულებულია, ზვიად გამსახურდიას სახელობის და ეგრეთწოდებული ჩიკაგოს სკვერები. ახლახან დასრულდა ლეონიძის სახელობის მრავალფუნქციური სკვერის რეაბილიტაცია, რომელიც 4 ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული.