საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, ახალი კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში - 8, აჭარაში - 6, იმერეთში - 7, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსის შედეგად სულ 423 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 51 993-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 37 019-მდე.