„კოკა-კოლა“ ამცირებს იმ ბრენდებს, რომელიც ადრე შეძენილი ჰქონდა სხვადასხა კომპანიისგან და არ გამოდგა ისეთი პოპულარული. ყოველ შემთხვევაში, ვერ მოიტანა ის შედეგები, რომელსაც ელოდნენ“, - ამის შესახებ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დაფუძნებელმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება თუ არა საქართველოს, ბიზნესმენი ამბობს, რომ არა.
მისივე თქმით, „კოკა-კოლა“ ამ დროისთვის საქართველოში 60-მდე ბრენდითაა წარმოდგენილი.
ცნობისთვის, ამერიკული კორპორაცია „კოკა-კოლა“ საკუთარი ბრენდების განახევრებას აპირებს. კომპანიის ცნობით, მის პორტფელში მხოლოდ 200-მდე ბრენდი დარჩება.
Coca-Cola განმარტავს, რომ აპირებენ კონცენტრირებას ისეთ ბრენდებზე, რომლებსაც განვითარების უფრო დიდი პოტენციალი აქვთ.
თემურ ჭყონია: „მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს არ შეეხება. „კოკა-კოლა“ ამცირებს იმ ბრენდებს, რომელიც ადრე შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა კომპანიისგან და არ გამოდგა ისეთი პოპულარული. ყოველ შემთხვევაში, ვერ მოიტანა ის შედეგები, რომელსაც ელოდნენ. თორემ, ის ტრადიციული, სერიოზული ბრენდები ყველა დარჩება. საქართველოში ასეთი დაახლოებით, 60-მდე ბრენდია“.