რუსთავში, ორშაბათიდან ყველა ბაგა-ბაღი იხურება და სასწალო-სააღმზრდელო პროცესი წყდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა განუცხადა, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ბაღებში აღსაზრდელების დასწრების ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
"ბაღებში აღსაზრდელების ბაღში სიარულის კლების დინამიკა ძალიან მზარდი გვაქვს. ბავშვები მშობლებს არ მოჰყავთ, ეშინიათ და ეს გასაგებიც არის. თუ იმასაც გავითავლისწინებთ, რომ ბაღების რამდენიმე თანამშრომელსაც დაუდასტურდა ინფექცია, მშობლები ფრთხილობენ, რა თქმა უნდა. ბაღი, სადაც ბავშვი არ დადის, პრაქტიკულად მაინც დაკეტილია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის თაობაზე", - განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ქალაქში 25 ნოემბრიდან აღდგება.