ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტომატოლოგებს შესაბამისი განათლება აქვთ და შეიძლება მიიღონ მონაწილეობა კორონავირუსის მართვის პროცესში.

„სტომატოლოგები, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში, აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება, მათ ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუში, კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და შეუძლიათ გამოყენებული იყოს კორონავირუსის მართვაში.

ასევე მე-4 დამე-5 კურსის სტუდენტებს, რომელთაც ძირითადი კლინიკური საგნები აქვთ გავლილი, შეიძლება ამ პერიოდში იმუშაონ. საჭიროა ქვეყანაში ამ ტიპის მოძრაობა “,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.