რა შემოსავალი მიიღეს ბანკებმა პანდემიის დროს ჯარიმებიდან და საურავებიდან

კომერციულ ბანკებს კორონავირუსის ეპიდემიის დროს საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის გაუნახევრდათ. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, წელს 9 თვეში ამ შემოსავალმა 34 531 577 ლარი შეადგინა, ეს კი 32 მილიონით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2019 წლის 3 კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 66 547 460 ლარის შემოსავალი მიიღეს.

როგორც კომერციული ბანკების 2020 წლის მესამე კვარტლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო - 10 796 864 ლარი. ხუთეულში არიან „საქართველოს ბანკი“, „ქართუ ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „კრედო ბანკი“. „ვითიბის“ და „იშ ბანკის საქართველოს“ ამ მუხლით შემოსავალი არ უფიქსირდებათ, და „სილქროუდ ბანკს“ კი 88 846-ლარიან ზარალზე გავიდა.

კომერციული ბანკების TOP-5 ჯარიმებით და საურავებით მიღებული შემოსავლით:

  • „თიბისი ბანკი“ – 10 796 864 ლარი
  • „საქართველოს ბანკი“ – 6 725 793 ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ – 5 134 817 ლარი
  • „კრედო ბანკი“ – 3 958 826 ლარი
  • „ქართუ ბანკი“ - 1 780 265 ლარი

ცნობისათვის, საქართველოს ბაზარზე საანგარიშო პერიოდში 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

ელზა წიკლაური