ამირან გამყრელიძე - სახელმწიფოს მიერ შემოტანილ გრიპის ვაქცინაში თანხის აღება არის დანაშაული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვისთვის უნდა იყოს გრიპის ვაქცინაცია უფასო.

როგორც ის აცხადებს, სახელმწიფოსგან ფინანსდება და უფასოა მხოლოდ რისკჯგუფთა ვაქცინაცია, სხვა შემთხვევაში კი კერძო კლინიკებს შეუძლიათ დადგენილი ტარიფით აიღონ აცრის თანხა.

„როდესაც მე ვთქვი, რომ არ შეიძლება გრიპის აცრაში თანხა მოსთხოვონ ადამიანს, ეს სხვანაირად იქნა აღქმული. ეს ეხება მხოლოდ რისკ ჯგუფებს, ანუ ვისაც აფინანსებს სახელმწიფო. სახელმწიფოს მიერ შემოტანილ ვაქცინაში, თანხის აღება არის დანაშაული. ვინც რისკჯგუფებში არიან, არავითარ შემთხვევაში მათი მხრიდან თანხა არ უნდა იქნას გადახდილი. ხოლო ვინც რისკ ჯგუფი არ არის და მივა ასაცრელად, კერძო სექტორს შეუძლია იმ ტარიფით, რა ტარიფსაც ადებენ აცრას, მისგან აიღოს თანხა. ხაზს ვუსვამ, სახელმწიფოს ვაქცინა არ უნდა იყიდებოდეს. ის არის უფასო და აცრის პროცესსაც აფინანსებს სახელმწიფო. ის ადამიანისთვის სრულიად უფასო უნდა იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.