ჰაკერული თავდასხმების შედეგად 2030 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკა 90 ტრილიონ დოლარს დაკარგავს. ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში.
კიბერდანაშულის შედეგად მოსალოდნელი ზარალი შეფასებულია ამ დროისთვის არსებულ მშპ-ს მონაცემებთან. მათი შეფასებით, ჰაკერების ბიზნესი და ინტერნეტ დამნაშავეების რაოდენობა იზრდება. ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით 1,5 მილიონმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული ინტერნეტში, 2021 წელს კი ეს მონაცემი გაიზრდება 2 მილიონამდე.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით კიბართავდასხმები და მონაცემთა ქურდობა გლობალური კრიზისის სავარაუდო მიზეზებს შორის მე-9 ადგილზეა.