ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ უნდა შემოვიფარგლოთ, რომ დაცული იქნეს აქციაზე დისტანცია, ყველას უნდა ჰქონდეს პირბადე,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრილეძემ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განმარტებით, ნებისმიერი თავყრილობა, მიუხედავად მისი მიზნისა უარყოფითად აისახება პანდემიის მიმდინარეობაზე. ამასთანავე, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა.
„ეპიდემიის განვითარების ამ ფონზე, ევროპის ყველა ქვეყანამ დააწესა გარკვეული, ზოგგან ძალიან მკაცრი, ზოგგან შედარებით რბილი, წერტილოვანი შეზღუდვები. ამიტომ, ჩვენც მივდევთ წერტილოვანი შეზღუდვების ამ ტაქტიკას, განსხვავებით გაზაფხულისა, როდესაც იყო სრული ე.წ ლოკდაუნები. კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების, რაზეც იმსჯელა დღეს კიდევ ერთხელ საკოორდინაციო საბჭომ და ვფიქრობ, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ნებისმიერი, იქნება პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, დიდი თავყრილობები, არის პანდემიის მიმდინარეობის პროცესში წინააღმდეგ ჩვენება. რჩევაა დიდი თავყრილოებებისგან თავის არიდება. მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ უნდა შემოვიფარგლოთ, რომ დაცული იქნეს აქციაზე დისტანცია, ყველას უნდა ჰქონდეს პირბადე“,- განაცხადა გამყრელიძემ.