მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ეკონომიკამ ისტორიის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური რეცესია განიცადა, თუმცა ზაფხულის განახლება მესამე კვარტალში შეწყვიტა COVID-19-ის მეორე ტალღამ, ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
„ევროკავშირის მშპ ზრდას დაიწყებს 2021 წელს, თუმცა დამატებით ორი წელი გახდება საჭირო, რათა ევროპის ეკონომიკა პანდემიამდელ მაჩვენებლებს მიუახლოვდეს“ - განაცხადა ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტოლინიმ.
ევროკომისიამ 5 ნოემბერს წარმოადგინა შემოდგომის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომელსაც ამ მომენტისთვის აქვს ძალიან მაღალი გაურკვევლობის დონე, რომელიც გამოწვეულია პანდემიის მეორე ტალღით - ნათქვამია განცხადებაში.
„შემოდგომის ეკონომიკური პროგნოზით, ევროზონის ეკონომიკა 2020 წელს შემცირდება 7,7%-ით, 2021 წელს გაიზრდება 4,2%-ით, ხოლო 2022 წელს 3%-ით. რაც შეეხება მთლიანად ევროკავშირის მშპ-ს, ის 2020 წლისთვის შემცირდება 7,4%-ით, გაიზრდება 2021 წელს 4,1%-ით, ხოლო 2022 წელს 3%-ით.
ევროკომისია 2020 წელს უმუშევრობის 7,7%-მდე ზრდას ელოდება, 2021 წლისთვის კი 8,6%-მდე. ინფლაცია 2020 წელს იქნება 0,7%, 2021 წელს კი 1,3%.
ამასთან, ევროზონის 19 ქვეყანაში ჯამური ვალი 2020 წელს პირველად ისტორიაში გადააჭარბებს მშპ-ს 100%-ს და შეადგენს მშპ-ს 101,7%-ს, 2021 წელს ის გაიზრდება 102,3%-მდე.
მომდევნო შვიდ წელიწადში ევროკავშირის ქვეყნებს მოუწევთ 750 მილიარდი ევროს მოზიდვა სახელმწიფო დოტაციების სახით ეკონომიკის აღსადგენად.
ევროკავშირის წევრ ქვეყნების 50% 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება განვითარების პანდემიამდელ პერიოდს“, - განაცხადა ჯენტოლონიმ.
ამავე ანგარიშში, პანდემია ართულებს პროგნოზების გაკეთებას და ამას ასევე ხელს უწყობს ბრექსიტი.