ვისთვის და რამდენი ხნით არის თვითიზოლაცია საჭირო - განმარტება

საქართველოს მთავრობის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება განმარტება, თუ ვისთვის და რამდენი ხნით არის საჭირო თვითიზოლაცია სავალდებულო.

განმარტების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდგინდა კორონა და აქვს სიმპტომები, სულ მცირე 10 და მას დამატებული 3 უსიმპტომო დღე უნდა იყოს იზოლაციაში.

იმ შემთხვევაში, თუ პირი არის კოვიდ ინფიცირებული, მაგრამ არ აქვს სიმპტომები - თვითიზოლაციაში უნდა იყოს 10 დღით.

კოვიდ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში, საჭიროა მოქალაქე გადავიდეს თვითიზოლაციაში - 12 დღის განმავლობაში.

ხოლო უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, იზოლაციის პერიოდი 8 დღეს შეადგენს.

kovidii-1604664570.png

თაია არდოტელი