შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი თბილისის ანძაზე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული პროჟექტორები შეიცვლება, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, მაღალი ხარისხის პროჟექტორებით 40-მდე დაზიანებული სანათი ჩანაცვლდება.