„ტყუილია, როდესაც ლარის გაუფასურება პოლიტიკურ ფაქტორს ბრალდება - ეს უხარისხო ხელისუფლების მცდელობაა, რომ ყველაფერი პოლიტიკას დააბრალოს“

არჩევნების შემდეგ ანუ 31 ოქტომბრიდან დღემდე ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 16 თეთრით არის გაუფასურებული. უკავშირდება თუ არა აღნიშნული საარჩევნო და არჩევნების შემდგომ ქვეყანაში განვითარებულ ვითარებას - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„პოლიტიკური ფაქტორი რა თქმა უნდა, არსებობს, ამ ფაქტორის წილი ლარის გაუფასურებაში. ისიც ძალიან მოკლევადიან პერიოდში, შეიძლება იყოს 10-15%. ამიტომ ეს არის პირდაპირი ტყუილი, როდესაც ლარის სისტემური გაუფასურება ამას ბრალდება. ეს ხომ გუშინ არ დაწყებულა. ლარი ჯერ კიდევ კრიზისამდე, ამ პროცესებამდე მდორედ უფასურდებოდა. ამ პერიოდში შეერთებულ შტატებში არანაკლებ დრამატული სიტუაციაა, მაგრამ რატომღაც დოლართან ლარი მაინც უფასურდება. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა საკმაოდ უხარისხო ხელისუფლების, რომ ყველა თავისი პრობლემა, თავისივე უხარისხო მუშაობა, პოლიტიკას დააბრალოს,“-განაცხადა ხუხაშვილმა.

თაია არდოტელი