„შავი გედი“ - რა თვისებებით გამოირჩევა მეწამული კარტოფილი, რომელმაც რესტორატების დიდი დაინტერესება გამოიწვია

უკრაინაში კვლევისა და წარმოების ასოციაციის მეცნიერებმა კარტოფილის ახალი სახეობა შეიმუშავეს. როგორც East fruit წერს, პროდუქტის სახელწოდებაა „შავი გედი“, რომელიც მისი მეწამული ფერის გამო შეირჩა.

კარტოფილი შეიცავს მცირე სახამებელს და აქვს ორიგინალური ფერი, რომელიც შეწვის დროს არ იცვლება, მაგრამ ხარშვის დროს გარკვეულწილად ანათებს. აღნიშნული ჯიშით უკვე დაინტერესდნენ რესტორატორები და ჩიფსების მწარმოებლები.

ამჟამად პროდუქტი შესაბამის შემოწმებას გადის. მას შემდეგ კი, რაც ყველა ტესტირებას გაივლის, მცენარეთა ჯიშების სახელმწიფო რეესტრში შევა.

”ეს ჯიში შეიცავს მცირე სახამებელს, საშუალოდ, 17-18%. ამასთან, ის შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს. ფერი მიღებულია პერუდან წარმოშობილი ველური ტიპის კარტოფილთან შეჯვარების შედეგად ", -განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა იგორ შკურკომ.

scale-2400-1604670166.png

როგორც ცნობილია, მეწამული კარტოფილი ჯანმრთელობისთვის უფრო ღირებულია, ვიდრე ჩვეულებრივი. ანტოციანინის დიდი შემცველობის გამო, პროდუქტი ორგანიზმს ცივილიზაციის დაავადებებისგან იცავს. ამასთან, მოხარშვის შემდეგ კარტოფილი არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.

ყველაფერთან ერთად, სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ მეწამული კარტოფილი ანთების საწინააღმდეგოა, სწორედ ანტოციანინის მაღალი შემცველობის გამო, ის ასევე დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევის სისტემაზე. ამ მიზეზით, მეცნიერები თვლიან, რომ მეწამული კარტოფილი უნდა ჩაერთოს რევმატოლოგიური პრობლემების, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა დაავადებების ან კიბოს მქონე ადამიანების დიეტაში.

ამ ტიპის კარტოფილი მდიდარია აგრეთვე ლუტეინით, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას, კანის მდგომარეობას და მეხსიერებას.

რაც შეეხება მის ღირებულებას, ამ დროისთვის, 1 კგ პროდუქტის ფასი დაახლოებით, 99 გრივნას (9-10 ლარი) შეადგენს.

vitelotte-825x455-1604670188.jpg

ნინი ქეთელაური