კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში აზერბაიჯანის 2 ქალაქსა და 8 რაიონში 7 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე კაფეები და რესტორნები დაიხურება, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა ქალაქებს, შაქისა და ლენქორანს, ასევე კახის, ზაქათალას, ბილიასუვარის, ჯალილაბადის, მასალის, ისმაილის, გუბასა და ხაჩმაზის რაიონებს შეეხება.
ცნობისათვის, აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 465 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 62 338-მდე გაიზარდა. ამასთან, ვირუსს კიდევ 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 811-ს მიაღწია.