,,უნდა შევეცადოთ შევამციროთ ისეთი ,,ჯიგრული“ გარიგებები და სქემები, რომელიც ყველა სახელმწიფო სტრუქტურაშია“, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო პალიტრას გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
ყოფილი მინისტრი, სამ ფუნდამენტურ ფაქტორებზე საუბრობს, რის გარეშეც შეუძლებელია ინვესტორების მოზიდვა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი.
,,კვალიფიკაციის არასაკმარისი დონე, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე მუშახელის დაბალკვალიფიციურობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რაც გვიშლის ხელს განვითარებაში და ინვესტორების მოზიდვაში. ამიტომაც იყო, რომ ჩემი ეკონომიკის მინისტრობის დროს მიმართულება, რაზეც აქტიურად ვმუშაობდით, კადრების კვალიფიკაციის ზრდა გახლდათ. სამი მთავარი ფაქტორია რაც უნდა მოვაგვაროთ - კვალიფიკაციის ზრდა, ასევე ჩვენ უნდა შევეცადოთ შევამციროთ ისეთი ,,ჯიგრული“ გარიგებები და სქემები, რომელიც ყველა სახელმწიფო სტრუქტურაშია, რაც ჩვენი ცხოვრების სტილის მახასიათებლად იქცა და ასევე, უნდა დავამთავროთ სასამართლოს რეფორმა. სხვაგვარად ძალიან რთული იქნება, საქართველომ განვითარების ტემპი აიღოს. განსაკუთრებით ამ ჩავარდნის პერიოდში, საიდან ამოსვლაც ისედაც ურთულესი ამოცანაა“, - განაცხადა ქობულიამ ,,საქმეში“.
ქობულია ლარი გაუფსურებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებას ვერ ერთი მთავრობა ვერ შეძლებს. ის გაუფასურებას ორ ფქტორს უკავშირებს - ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსა და კორონავირუსით გამოწვეულ ტურიზმის შემცირებას.