ჩვენი წარმოების 95%-ს ისევ ექსპორტზე გავიტანთ - „შუხმაინ ვაინ ჯორჯია“

წარმოება არ შეუმცირებია, თუმცა ადგილობრივი ბაზრის სიმცირის გამო, „შუხმან ვაინ ჯორჯია“ ღვინის დიდი ნაწილს კვლას ექსპორტზე გაიტანს.

კომპანიის დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ რთველი, პანდემიის მიუხედავად, წარმატებით დასრულდა.

„როგორც მთელი მსოფლიოსათვის, ჩვენთვისაც ახალი იყო ვირუსის პარალელურად მუშაობა, თუმცა ყველა რეკომენდაციის დაცვით, რთველი 2020 შედგა და კარგი სეზონი გვქონდა. ახლა ვიწყებთ მომავალი წლისთვის ღვნოების დამზადებას.

რაც შეეხება მოლოდინებს და გასაღების ბაზარებს, დიდი იმედი გვაქვს რომ მოკლე ვადაში, პანდემიისაგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალი დაკომპენსირდება. წლის ბოლომდე არ მოხდება გაჯანსაღება, მაგრამ დადებით დინამიკას 2021 წლის პირველ ნახევარში ველოდებით.

ჩვენი ღვინის კომპანია არ გაჩერებულა ლოქდაუნის პერიდშიც კი არცერთი წუთით. ბუნებრივია, რიგი განყოფილებები დღემდე მუშაობენ დისტანციურად, მაგრამ ფუნქციონირებას ვაგრძელებთ. ვითვისებთ როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებს. ღვინო კი გაგვაქვს როგორც ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმღებ, ასევე ახალ ბაზრებზე. როგორც ყოველ წელს, წელსაც წარმოებული ღვინის 95%-ს საექსპორტოდ გავიტანთ, რაც მილიონ ნახევარი ბოთლია. გამომდინარე ადგილობრივი ბაზრის სიმცირიდან, ჩვენი რეალური გასაღების ბაზარი კვლავ უცხოეთია.“-ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

თამარ მუკბანიანი