ვინ ფლობს 4 ბანკს საქართველოში, რომელიც პანდემიის მიუხედავად ზარალზე არ გასულა მე-3 კვარტალში

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2020 წლის მე-3 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

ანგარიშგების თანახმად, საბანკო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში მომგებიან სფეროდ ითვლებოდა, მიმდინარე წელს, ზარალზე გადის, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება.

ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის მე-3 კვარტალში მოგება ვერ მიიღო ორმა დიდმა ბანკმა - „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“. კერძოდ, „თიბისის“ ზარალმა საანგარიშო პერიოდში - 50 024 580 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 446 656 417 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-3 კვარტლის მონაცემებით, 77 513 314 ლარის ოდენობის ზარალი ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 369 541 936 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორც ანგარიშგებებში ვხედავთ, მე-3 კვარტალში მოგება მხოლოდ 4 ბანკმა - „სილქ როუდ ბანკმა“ (246,045); „კრედო ბანკმა“ (5,112,675); „იშბანკი საქართველომ“ (347,897) და „ზირაათ ბანკი საქართველომ“ (496,198) მიიღო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ამ 4 ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:

„სილქროუდ ბანკი“

  • სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) - 100%;
  • გიორგი რამიშვილი - 61,90%;
  • ალექსი თოფურია - 28,58%;
  • დევიდ ფრანც ბორგერი - 9,52%.

„კრედო ბანკი“

  • CDC Group PLC (UK) - 7,12%;
  • European Investment Bank (Luxembourg) - 7,12%;
  • International Finance Corporation (USA) - 8,96%;
  • Kreditanstalt f r Wiederaufbau (Germany) - 7,65%;
  • LFS Advisory GmbH (Germany) - 14,31%;
  • Dr. Bernd Zattler (Germany) - 8,59%;
  • Omidyar Tufts Microfinance Fund (USA) - 6,75%.

„იშ ბანკი საქართველო“

  • თურქეთის იშ ბანკის საპენსიო ფონდი - 37,52%;
  • თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტია - 28,09%.

„ზირაათ ბანკი საქართველო“

  • თურქეთის რესპუბლიკის სს ზირაათ ბანკი - 100%.

თაია არდოტელი