საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა. „მათ შორის თბილისში - 14 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 3, ქვემო ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 475 გარდაცვალების შემთხვევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა.