მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებგვერდ worldometers-ზეა განთავსებული.

ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კოორნავირუსს 1.25 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, 35.5 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის ყველაზე მეტი - 10.1 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8.5 მილიონი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 5.6 ინფიცირებულით. ამას გარდა მსოფლიოში მილიონზე მეტი შემთხვევა რუსეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, არგენტინაში, გაერთანებულ სამეფოსა და კოლუმბიაში ფიქსირდება.