ორეგონის შტატში ფსილოციბინის სოკოს ლეგალიზება და “დრაგების“ დეკრიმინალიზაცია მოხდა

ორეგონს ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ლიბერალური ნარკო კანონები აქვს.

სამშაბათს, ჯო ბაიდენის მიმართ ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით ნარკოპოლიტიკის ამბიციური რეფორმები დამტკიცდა.

ძალაში შედის ფსიქოციბინის (ჰალუციოგენი) სოკოების ლეგალიზება თერაპიაში გამოსაყენებლად და “დრაგების“ დეკრიმინალიზაცია.

“დრაგებში“ მსუბუქი, ჰალოცინოგეური და ე.წ. წვეულებების ნარკოტიკები მოიაზრება. მაგალითად: ექსტაზი, LSD, მოლი და ა.შ.

109 ცვლილების თანახმად, 21 წელს გადაცილებულ მოზარდებს საშუალება ეძლევათ ე.წ. "ჯადოსნური" სოკო ზედამხედველობით და ლიცენზირებულ თერაპიულ სესიებზე გამოიყენონ.

110 ცვლილების საფუძველზე კი ორეგონის შტატის ნარკოტიკების კანონებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება შევა. ყველა სახის “წამლის“ შეზღუდული რაოდენობით ფლობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა აიკრძალება. მცირე რაოდენობით “მსუბუქი ნარკოტიკების“ ფლობა ახლა ისჯება არაუმეტეს 100 დოლარიანი ჯარიმით, როგორც სატრანსპორტო ბილეთის არქონა.

ორეგონის შტატის ჯანდაცვის ორგანომ ორი წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს ფსილოციბინის სოკოს მიღების, გადამუშავების და ლიცენზირების სისტემის შემუშავება. სპეციალური თერაპიული ცენტრები, რომლებიც სოკოს დახმარებით მკურნალობენ, სპეციალურ ლიცენზიებს მიიღებენ.

ფსილოციბინის სოკოსგან ფარმაცევტული წამალი - ფსიქოციბინი მიიღება.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ჯარიმა წესდება ნარკოტიკული საშუალების დასაშვებ ნორმაზე მეტის ქონის შემთხვევაში. გაყიდვა კი ისევ აკრძალულია.

“ღონისძიება 109" იყო გააზრებული ინიციატივა, რათა ორეგონელებს მიეცეთ ლეგალური წვდომა წარმოუდგენელი პოტენციალის მქონე თერაპიაზე. მე ვამაყობ, რომ გუნდის ნაწილი ვიყავი, როდესაც ინიციატივის შემოღებაზე ვმსჯელობდით, ვამაყობ რომ ჩვენი კამპანია ფოკუსირებული იყო ამომრჩევლების განათლებაზე მცენარეული მედიცინის შესახებ, რომელიც ძალიან ხშირად არასწორად არის გაგებული“ - განაცხადა დოქტორ ბრონერის Magic Soaps- ის პოლიტიკურმა დირექტორმა გრემ ბოიდმა.

Facebook– ის აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგისა და მისი მეუღლის, პედიატრ პრისცილა ჩანის ექვსნიშნა ფინანსურ წვლილთან ერთად, DPA იყო “ღონისძიება 110“ – ის მთავარი ბანკირი. სავარაუდოდ ორგანიზაცია, დეკრიმინალიზაციის მსგავს ზომებს სხვა შტატებში გაატარებს.

თეონა რამაზაშვილი