ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 17,1%-ით გაიზარდა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი უკვე რამდენიმე თვეა იზრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73 650 ადამიანით გაიზარდა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 428 608-ს შეადგენდა, 2020 წლის სექტემბერში კი 502 258 შეადგინა.

გაიზარდა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ გაჭირვებულია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის სექტემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 935 190-ს, წელს სექტემბერში კი 979 850-ს.