აშშ-ში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

აშშ-ში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას Freddie Mac-ი ავრცელებს.

ამ დროისთვის 30-წლიან იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 2,78%-ს შეადგენს. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1971 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ 30-წლიან იპოთეკაზე საპროცენტო განაკვეთი 3,69%-ს შეადგენდა.

ამ დროისთვის 15-წლიან კრედიტებზე 2,32%-იანი განაკვეთი მოქმედებს, 5-წლიან იპოთეკაზე - 2,89%.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს 30-წლიან იპოთეკური სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა წლიურად 3,9%-ს, 2018 წელს კი 4,54%-ს.