დღეიდან ღამის საათებში გადაადგილება იკრძალება - როგორ შეიცვლება მატარებლების განრიგი

დღეიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.

ამ შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ამ შეზღუდვიდან გამომდინარე მატარებლების განრიგს ცვლის საქართველოს რკინიგზაც.

„როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს.

მათ კი, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს,“-ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

9 ნოემბრიდან, მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

matarebeli123-1604908865.jpg

matarebeli-1604908687.jpg

თაია არდოტელი