როგორ აპირებს ლაპლანდია შობის COVID-19-ისგან გადარჩენას

სანტა-კლაუსი გამჭვირვალე პლასტიკური ფარის უკან, ელფები კი სოციალური დისტანციის დაცვით და ნიღბებით - ასეთი იქნება ნამდვილი სანტა პანდემიის პირობებში.

CNN-ის ინფორმაციით, დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ლაპლანდიელი ტუროპერატორები თვლიან, რომ ეს იქნება საუკეთესო საშუალება შობის გადასარჩენად და საკუთარი თავის გადასარჩენადაც, რეკროდულად შემცირებული ტურისტული ვიზიტების ფონზე.

მათი განცხადებით, ისინი აპირებენ ფინეთში მოქმედი კარანტინის რეგულაციების გამოყენებას, რომლებიც ძალაში შევა 23 ნოემბრიდან. ახალი რეგულაციით ქვეყანაში 72-საათიანი ვიზიტი გახდება ნებადართული კარანტინის გარეშე.

ტურისტებს ევროკავშირიდან და შენგენის ზონის 26 ქვეყნიდან სურვილის შემთხვევაში უფლება ექნებათ ფინეთში ვიზიტი განახორციელონ კარანტინის გარეშე, ოღონდ აუცილებელია 72-საათიანი COVID-19-ის ნეგატიური ტესტი. ეს რეგულაცია იმოქმედებს 72-საათიან ვიზიტზე, ხოლო უფრო ხანგრძლივი დროით დარჩენის შემთხვევაში აუცილებელია თვითიზოლაცია და განმეორებითი ტესტი. თუმცა წესები შეიძლება შეიცვალოს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ფინეთში ყოფნის შემჭიდროვებული ვადებისა, ტუროპერატორებმა შეადგინეს პროგრამა და მასში შეიტანეს თხილამურებითა და ძაღლებშემბული ციგებით გასეირნება, ასევე ჩრდილოეთის ციალის ხილვის შესაძლებლობა მანამ, სანამ ტურისტები დაბრუნდებიან აეროპორტში.

კოკა კვირკველია