მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის დროებითი საშვის მიღება ცხელ ხაზზე დარეკვით შეეძლებათ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს, 22:00 საათიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვით დროებითი საშვის მიღება შეეძლებათ.

ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს 18.00 საათიდან“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 9 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.